Monday, March 15, 2010

ბერიკაობა









ქართული თეატრის ხალხური საწყისები

1. პროექტის სახელი: ნიღბების თეატრი – ბერიკაობა

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ქართული თეატრის ხალხურ საწყისებს, მის პირვანდელ სახეს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრს, განვითარების რა საფეხურები გაიარა წარმართული ხანიდან დღემდე . ამის მიხედვით ააგებენ სხვადასხვა სახის დიაგრამას.
მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ ქართულ ხალხურ პოეზიასა და მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც ადასტურებს უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას, ასევე გაეცნონ VIII-XIXსაუკუნეების ცნობილ ბერიკებს, აიღებენ ინტერვიუს უხუცეს ადამიანებისაგან. ექნებათ მიმოწერა სხავადასხვა კუთხის მოსწავლეებთან, შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტოალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას, დაამზადებენ დეკორაციებს, თეატრალურ ნიღბებს და კოსტიუმებს, წარმოადგენენ ბერიკაობის სიუჟეტებს, გაანალიზებენ რა როლს ასრულებდა ქართული ხალხური სანახაობანი ერის ცხოვრებაში. მოძიებულ ინფორმაციას და ფოტო მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: VIII-IX
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები, ძირითადი საკითხების გამოყოფა, მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის, ბლოგების შექმნა, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა, დეკორაციებისა და ნიღბების დამზადება, ბერიკაობის სიუჟეტების წარმოსახვა. ნამუშევრების განთავსება ბლოგში, თვალსაჩინოებების, ელ. ვერსიის შექმნა, დიაგრამის აგება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია,თეატრალური წარმოდგენები, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: უკეთ შეიცნობენ თეატრის ისტორიას, კულტურასა და ხასიათს, გაარკვევენ ძველი სანახაობების როლს ქართული თეატრის განვითრებაში, გააცნობიერებენ მათს უარყოფითსა თუ დადებით მხარეებს, შეადარებენ და გაანალიზებენ გამოკვეთილ ფასეულობებს, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის უნარებს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის ცოდნას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, გეოგრაფია,მუსიკა, სახვითი და თეატრალური ხელოვნება.სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, კვლევის, ანალიზის, შედარების, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა……

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეონა ტაბატაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:teonateko@.gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:teonateko.blogspot.com